მსახიობი უილიამ შატნერი ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელიც კოსმოსში გაფრინდა

მსახიობი, რეჟისორი, მომღერალი უილიამ შატნერი ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელიც კოსმოსში გაფრინდა.

კომერციული ფრენა ჯეფ ბეზოსის Blue Origin ხომალდით, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის ოდრი პაუერსის და ფრანგი ბიზნესმენის გლენ დე ვრისის მონაწილეობით შესრულდა.

თავად ჯეფ ბეზოსმა კოსმოსში ივლისში იმოგზაურა.

ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, 82 წლის უოლი ფუნკი სწორედ ამ დროს გაფრინდა კოსმოსში.