საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში მოსახლეობაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის საჭიროებაზე, COVID19-ის სამკურნალო და თერაპიული საშუალებების ხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელობაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორის განცხადებით, დღეს უკვე გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ვაქცინაცია იცავს მძიმე დაავადების განვითარებისა და ფატალური შედეგებისგან.
ტედროს გებრეისუსმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ჯანმოს წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აქვთ და სამომავლო მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ამავე თემაზე:
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
რატომ იკლო ვაქცინაციის მაჩვენებელმა საქართველოში