თავისუფლების მოედანზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის ასობით მონაწილე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდა.

თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე, 2003 წლის ვარდების რევოლუციის კადრები გადის.

მოქალაქეების ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. სააკაშვილის მხარდამჭერებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე ჩაიარეს და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მოქალაქეები ასევე შეიკრიბნენ ორბელიანის მოედანზე და ძირითად აქციას შეუერთდნენ.

თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე იმყოფებიან. ისინი ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. აქციას სხვა პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეებიც უერთდებიან.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელი და სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

ამავე თემაზე:

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს