პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობის სამთავრობო გეგმას მხარი დაუჭირა

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობის სამთავრობო გეგმას მხარი დაუჭირა. პარლამენტის ქვედა პალატაში გამართული კენჭისყრის შემდეგ კედლის მშენებლობის გეგმა ახლა სენატში უნდა დაამტკიცონ.

Reuters-ის ცნობით, კედლის აშენება 400 მილიონი დოლარი დაჯდება. დამცავი კონსტრუქციის მშენებლობის მიზანი ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთში მიგრანტების არალეგალურად გადასვლის პრევენციაა.

პროექტის თანახმად, საზღვრის დამცავ კონსტრუქციაზე მოძრაობის დაფიქსირებისთვის საჭირო სენსორები და სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება.

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობა ამ ნაბიჯებით პასუხობს ევროკავშირის სანქციებს და ბელარუსი ორგანიზებულად ცდილობს მიგრანტები მეზობელ ქვეყნებში გადაიყვანოს.

ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის მომზადებას იწყებს