ევროკავშირსა და თურქეთს შორის „კატა-თაგვობანას“ თამაში უნდა დასრულდეს - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბუნებრივი აირის რესურსებთან დაკავშირებით მიმდინარე დავაზე საუბრისას განაცხადა.
„კატა-თაგვობანას თამაში უნდა დასრულდეს. ოქტომბერში ჩვენ წარვადგინეთ პოზიტიური დღის წესრიგი, გავუწოდეთ ჩვენი ხელი. თურქეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები, მტრული რიტორიკა“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
Reuters-ი წერს, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ თურქეთმა საბერძნეთთან სადავო წყლებიდან კვლევითი გემი კვლავ გაიყვანა. აღნიშნულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.