რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„მომავალ კვირას აზერბაიჯანში ვიზიტს გავმართავ,“- განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ცნობისათვის, ეს თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდა.