ენტონი ფაუჩი მთავარი მრჩევლის პოზიციაზე ჯო ბაიდენის შეთავაზებას დათანხმდა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი თანახმაა, სამედიცინო საკითხებში ჯო ბაიდენის მთავარი მრჩეველი გახდეს. ამის შესახებ მან NBC-ს განუცხადა.

მანამდე ჯო ბაიდენმა მას ჯო ბაიენმა სამედიცინო საკითხებში მთავარი მრჩევლის პოსტიც შესთავაზა. მისი თხოვნა კოვიდინფექციის წინააღმდეგ შექმნილ ჯგუფში მუშაობასაც მოიცავდა.

ენტონი ფაუჩი, 1984 წლიდან, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელია.