იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა.
გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა.
გიგი უგულავამ გუშინ გამოაქვეყნა PCR ტესტის პასუხი და განაცხადა, რომ სრულიად ჯანმრთელია. მას 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ მას ამის ნება ექიმებმა დართეს:
„მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია, მე არასდროს არც ჩემს და მით უმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ამავე თემაზე:
შს მინისტრის მოადგილე: თუ გიგი უგულავამ კარანტინის წესები დაარღვია, დაჯარიმდება