Hyundai აშშ-დან 129,000 ავტომობილს უკან დაიბრუნებს. კომპანიის განცხადებით, რამდენიმე მოდელს ძრავის ხარვეზები აღმოაჩნდა, რაც მანქანაში ცეცხლის გაჩენის შანსს ზრდიდა. იუწყება Reuters-ი.
ავტომწარმოებლის განცხადებით, ძრავის შიდა ნაწილის ხარვეზის გამო დეტალის ნაადრევად გაცვეთის საშიშროება იყო, რაც ძრავს დააზიანებდა. კომპანიამ რამდენიმე მოდელი გაიწვია-2015-2016 Veloster, 2012 Santa Fe, 2011-2013 Sonata Hybrid, და 2016 Sonata Hybrid-ი.
გასულ კვირას, Hyundai- სა და Kia Motors-ის აშშ-ის ქვედანაყოფებმა რეკორდულ 210 მილიონი დოლარის სამოქალაქო ჯარიმაზე დათანხმდნენ.
აშშ-ის უსაფრთხოების მარეგულირებლების თქმით, ეს ჯარიმა მათ დაეკისრათ, რადგან კომპანიებმა ვერ შეძლეს, ძრავის პრობლემის გამო, 1.6 მილიონი ავტომობილის დროულად უკან დაბრუნება. Hyundai-ს თქმით, ყველა დაბრუნებული მოდელი ძრავისთვის გაუმჯობესებულ პროგრამულ უზრუნველყოფას მიიღებს.