პირველი მატარებელი, საექსპორტო საქონლით თუქეთიდან ჩინეთისკენ, პარასკევს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით გაემგზავრება, აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
თურქულ გაზეთ „ჰარიეთის“ ინფორმაციით, სტამბოლიდან მატარებლის 42-ვაგონიანი შემადგენლობა ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მან 7 ქვეყანა უნდა გაიაროს და 8 700 კილომეტრი დაფაროს, სარკინიგზო მონაკვეთი ტვირთის ტრანსპორტირებას, 18 დღის ნაცვლად, 12 დღეში უზრუნველყოფს.
Anadolu Post-ის თანახმად, 10 ვაგონი წარმატებით ოპერირებდა ჩინეთი-თურქეთი-ევროპის მარშუტზე, ხოლო ნოემბერში მარშრუტს პრაღაც დაემატა.
„თურქეთი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის კიდევ უფრო გაღრმავების და რეგიონში ცენტრალური პოზიციის განმტკიცების მიზნით განაგრძობს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას“, - ნათქვამია განცხადებაში.