აშშ აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ტექსტი მის Twitter გვერდზე გავრცელდა მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ცერემონია გაიმართა.
„მადლობა მინისტრ ბურჭულაძეს ასეთი თბილი მისალმებისთვის საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს. აშშ აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია“, - აღნიშნულია ლოიდ ოსტინის Twitter გვერდზე განთავსებულ ტექსტში.
ცნობისთვის, ლოიდ ოსტინი საქართველოს დღეს ეწვია. აშშ და საქართველო შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ამავე თემაზე
ოთხვარსკვლავიანი გენერალი 41-წლიანი კარიერით - ლოიდ ჯეიმს ოსტინის გზა თავდაცვის მდივნობამდე