გაბრიელიუს ლანდსბერგისი: საქართველოს, მოლდოვის და უკრაინას პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიც არის

ლიეტუვა აღმოსავლეთის პარტნიორების, განსაკუთრებით ასოცირებული ტრიოს მკაფიო პერსპექტივებს მხარს უჭერს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო უწყების Twitter გვერდზე განთავსდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვე აზიარებს მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის მოსაზრებებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებისთვის ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი პერსპექტივა. არ უნდა მოხდეს მათი უკან დახევა, ვისაც წინსვლის სურვილი აქვს და ამისთვის მზად არის. საქართველოს, მოლდოვის და უკრაინას პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, ევროკავშირის ინტერესებშიც არის“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამავე თემაზე

ექსკლუზივი: გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით ებრძოლონ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს