გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით ებრძოლონ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს

Europetime-მა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ექსკლუზიურად ჩაწერა. სააგენტო დაინტერესდა, „ასოცირებული ტრიოს“ ერთიანი სტრატეგიული გეგმა დაეხმარება თუ არა ამ ფორმატში შემავალ ქვეყნებს, შეამცირონ რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა და უფრო ქმედითი გახადონ თავიანთი სვლა ევროინტეგრაციისკენ.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

„ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდნენ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს. ეს მათი გადასაწყვეტია. სრულიად ვიზიარებ იმ გარემოებას, რომ მათ შეუძლიათ, უფრო ეფექტიანი გახადონ თავიანთი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმები „ასოცირების ტრიოს“ იდეას“, - განუცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა Europetime-ს.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებია

ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ. მინისტრებმა დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია თბილისში გამართეს. პრესკონფერენცია ონლაინ გადაიცემოდა და მასში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მედიასთან შეხვედრის თემა რეგიონული უსაფრთხოება იყო.

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არიან

ლეუტივის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კავკასიის რეგიონში არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნების სურვილს, იყვნენ უფრო ახლოს ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს წარმოდგენილი და ჰქონდეს ცხადი მისია რეგიონში.

მინისტრის განცხადებით, სწორედ ევროკავშირი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს რეგიონში სტაბილურობა და მეტი დემოკრატია იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოს მსგავს ქვეყნებს ევროპისა და ტრანსატლანტიკურ გზაზე დაეხმარებათ.

გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით,, კავკასიის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე გეოპოლიტიკური რეგიონია არამხოლოდ ევროკავშირის სიახლოვეს, არამედ მსოფლიოში, სადაც ბევრი ძალაა, რომელთაც ამ რეგიონის ქვეყნებზე საკუთარი გავლენების განმტკიცება სურთ.

„საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად სამივე ქვეყანას შორის არსებული განსხვავებებისა, რომლებიც მათ დამოკიდებულებებსა და ბევრ სხვა ასპექტში ვლინდება, ამ ქვეყნებს ასევე აქვთ საერთო მახასიათებლებიც და ეს არის სტაბილურობისა და განსაზღვრულობის საჭიროება რეგიონში. სამწუხაროდ, ძალები, რომლებიც ჩართულები არიან, ან ცდილობენ, რომ ჩართულები იყვნენ რეგიონში, ძალიან იშვიათად უზრუნველყოფენ ამ ქვეყნებს სტაბილურობით, რომელსაც ისინი ესწრაფვიან, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პირიქით, ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეყნების სურვილს, იყვნენ უფრო ახლოს ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს წარმოდგენილი და ჰქონდეს ძალიან ცხადი მისია. ჩვენ გვწამს, რომ ევროკავშირი არის ძალა, გეოსტრატეგიული ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია სტაბილურობის, დემოკრატიისა და საჭირო რეფორმების უზრუნველყოფა, რომელიც დაეხმარება საქართველოს მსგავს ქვეყნებს ევროპულ თუ ტრანსატლანტიკური ინსტიტუტებისკენ გზაზე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ძალიან კარგ დროს განხორციელდა“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ლიეტუველი დიპლომატის თქმით, როდესაც რეგიონში ქვეყნებს შორის ნდობა განმტკიცდება, ევროკავშირი ჩაერთვება, რათა გაძლიერდეს კავშირები რეგიონში.