ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი ისევ დაბალია

18 ოქტომბერს აიცრა 6 203 ადამიანი.

19 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 920 934 აცრა სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 013 507 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7 %. სრულად ვაქცინირებულია 907 106 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.8%.

გუშინ კი აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი 2265 დაფიქსირდა.

16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843.

13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 5739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.