ტრამპმა სომალიდან ჯარის უმეტესი ნაწილის გაყვანის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა სომალიდან აშშ-ის ჯარის უმეტესი ნაწილის 2021 წლის დასაწყისამდე გაყვანის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

”შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავდაცვის დეპარტამენტსა და შეერთებული შტატების აფრიკის სარდლობას 2021 წლის დასაწყისამდე სომალიდან პერსონალისა და აქტივების უმრავლესობის გამოყვანის უზრუნველყოფა დაავალა,” - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი 2021 წლის 15 იანვრამდე ავღანეთიდან და ერაყიდან ათასობით ამერიკელ ჯარისკაცს გაიყვანს