ჯანდაცვის სამინისტრო საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ვერ ხედავს

ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ვერ ხედავს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰოსპიტალური სექტორში 9000-მდე საწოლია მობილიზებული, ასევე აცრილია მილიონამდე მოქალაქე და იმის ალბათობა, რომ მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებათ ძალიან დაბალია.

,,დღეს ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია, გვაქვს 9000-მდე საწოლი და ვაქცინირებული მილიონამდე მოქალაქეა. იმის ალბათობა, რომ რომელიმე ვაქცინირებულ მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, არის ძალიან დაბალი. ეს უკვე თვალსაჩინოდ იკვეთება თბილისშიც და ბათუმშიც. ამდენად, ეს გვაძლევს საშუალებას არსებული რესურსით, რომელიც გვაქვს ჯანდაცვის სექტორში გავიაროთ ინფექციის მზარდი მატების პერიოდი, საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამავე თემაზე

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი: არის საშიშროება, რომ ზამთარში კვლავ საველე ჰოსპიტლების საჭიროება დადგეს