ბოლო 24 საათში, 57 301 ტესტის შედეგად ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი არის 9.11%
ლუგარის ლაბორატორიაში ახალი შემთხვევების სერიოზული დაკვირვება მიმდინარეობს, განაცხადა დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებში რამე არატიპური კლინიკური გამოვლინება დაფიქსირდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული ყველა შემთხვევა ჯერჯერობით „დელტა“ შტამია. თუმცა, სწორედ „დელტა“ შტამს აღმოაჩნდა სერიოზული თავისებურებები, უფრო აგრესიულია, ახალგაზრდა ასაკსაც ეხება და რაც მთავარია ამ შტამს რეინფიცირების დიდი პოტენციალი აღმოაჩნდა. ამიტომაა, რომ რეინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში გაზრდილია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში, 57 301 ტესტის შედეგად, ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42.