NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია. ტექსტი მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განათავსა.
საქართველოში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მქონდა შესანიშნავი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ, ირკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, პარლამენტის წევრებთან. როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან ერთად, ასევე ვეწვიე „ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს“, რამაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია.
ამავე თემაზე
ხავიერ კოლომინა: NATO-ს სურს, რომ ჰქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან