ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი დარწმუბელია, რომ ბაიდენი უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან.
ამის შესახებ ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.