ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, საქართველოს არჩევნების მეორე ტურისთვის 4 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია ეწვევა

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ინფორმაციით, საქართველოს არჩევნების მეორე ტურისთვის 4 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია ეწვევა.

ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლები საქართველოში რჩებიან და პირველის მსგავსად, მეორე ტურსაც დააკვირდებიან.

„ჩვენ დავაფიქსირეთ გარკვეული დადებითი მოვლენები, რაც წინა არჩევნების შემდეგ მოხდა. ვფიქრობთ, გაძლიერდა სამართლებრივი ჩარჩო, მათ შორის საარჩევნო რეფორმით, რაც მოჰყვა 19 აპრილის შეთანხმებას. ჩვენ ასევე ვნახეთ კარგი და მშვიდი გარემო არჩევნების დღეს. იმედი გვაქვს, რომ მეორე ტური ამაზე იქნება დაფუძნებული.

ამასთან, ჩვენ დავინახეთ ხარვეზები არჩევნების პირველი ტურის დროს, საუბარია დაშინებაზე, ამომრჩევლების მოსყიდვასა და პოლიტიკოსებზე ზეწოლის განხორციელებაზე, ასევე - არათანაბარი პირობები ჩვენი მტკიცე გზავნილია და იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემებისგან ბევრი გამოსწორდება მეორე ტურამდე და იმედი გვაქვს, რომ ის არ იქცევა ნორმად საქართველოში არჩევნებისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ამავე თემაზე:

ეუთო/ODIHR-ის წინასწარი დასკვნა 2 ოქტომბრის არჩევნებზე - მთავარი მიგნებები