ეუთო/ODIHR-ის წინასწარი დასკვნა 2 ოქტომბრის არჩევნებზე - მთავარი მიგნებები

2 ოქტომბერს არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ საარჩევნო პროცესი გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობდა და გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. ასე იწყება ეუთო/ოდირის 33-გვერდიანი წინასწარი დასკვნა, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს.

დასკვნის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ, თუმცა კამპანია დააზიანა დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა და თანმიმდევრულმა განცხადებებმა და არათანასწორმა საასპარეზე პირობებმა.

Europetime დოკუმენტის მთავარ პუნქტებს გთავაზობთ

სამართლებრივი ჩარჩო, სრულყოფილად დანერგვის შემთხვევაში, მთლიანობაში ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. თუმცა ის მეტისმეტად გადატვირთულია და საარჩევნო პროცესის არაერთ ასპექტს საჭიროზე მეტად არეგულირებს.

19 აპრილის ხელშეკრულების შესაბამისად საარჩევნო კოდექსში ცვლილებებმა ნაწილობრივ გაიზიარა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ვენეციის კომისიის მანამდე გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის საარჩევნო დავების გადაწყვეტის ვადებისა და ხელახალი გადათვლების შესახებ, თუმცა არაერთი მათგანი კვლავაც გაუთვალისწინებელი დარჩა. მათ შორის ეს ეხება საარჩევნო დავების გადაწყვეტის სხვა ასპექტებსა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად აუცილებელ დამატებით ზომებს.

ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ტექნიკურ ასპექტებსწარმატებით გაართვა თავი, თუმცა დაბალ დონეზე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევასა და დანიშვნებთან დაკავშირებული დაპირისპირებების გამო, საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობის მიმართ ნდობა მთლიანობაში საკმაოდ დაბალი იყო.

კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად მიმდინარეობდა, მაგრამ ბევრმა ოპოზიციურმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო.

საარჩევნო კამპანია

შეზღუდულად, მაგრამ კონკურენტულ გარემოში წარიმართა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად შუქდებოდა მედიასა და ონლაინ გამოცემებში და ხასიათდებოდა განსხვავებული შეხედულებების მქონე საარჩევნო სუბიექტთა სიმრავლით.

საარჩევნო პროცესი

ზოგადად მშვიდად წარიმართა, თუმცა ცალკეულ პირებს შორის ძალადობისა და სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები ისევე, როგორცსოციალური ქსელებით გავრცელებული აგრესიული რიტორიკა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გამძაფრდა.

ადგილობრივი საკითხები გადაფარა საარჩევნო პროცესის ხარვეზების თაობაზე გაკეთებულმა ბრალდებებმა როგორც ოპოზიციური ასევე მმართველი პარტიის მხრიდან და ასევე ამ არჩევნების რეფერენდუმად გამოცხადებაზე ყურადღების გამახვილებამ. კანონი კრძალავს სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებას მხოლოდ არჩევნების ჩატარების თარიღის გამოცხადების შემდეგ, მთავრობა კი ამტკიცებს, რომ პროექტები არჩევნების ჩატარების თარიღის გამოცხადებამდე დაიწყო.

თუმცა, ამის მიუხედავად, ბოლო დროს მთავრობის მიერ რამდენიმე პროექტის დაწყების შესახებ გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება კანონის სულისკვეთებას და საარჩევნო კამპანიაში მაღალი თანამდებობების პირების მონაწილეობამ მმართველ პარტიას თავისი მდგომარეობით მინიჭებული უპირატესობით შეუსაბამოდ სარგებლობის შესაძლებლობა მისცა.

გამოითქვა ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებები ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, დაშინებისა და ზეწოლის შესახებ, რაც ეწიმააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს და შეშფოთების საფუძველს ქმნის ამომრჩეველთა შესაძლებლობის მიმართ ისარგებლონ ხმის მიცემის უფლებით „დასჯის შიშის გარეშე“.

ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი საჯარო თანამდებობებზე

მათ პარლამენტში ადგილების 19.3 პროცენტი უკავიათ, 15.5 პროცენტი კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების მიმდინარე შემადგენლობაში. 13 მინისტრიდან 4 მინისტრი ქალია. მუნიციპალიტეტების 64 მერიდან მხოლოდ ერთი მერია ქალი. მერობის ათი კანდიდატიდან მხოლოდ ერთი კანდიდატია ქალი, მაჟორიტარული სიით ასარჩევ კანდიდატებს შორის კი შვიდ კანდიდატში მხოლოდ ერთი კანდიდატია ქალი.

პროპორციული სიით ასარჩევი მანდატებისთვის კანდიდატთა სიებში კანონით მოთხოვნილია, რომ სულ მცირე სამიდან ერთი კანდიდატი საწინააღმდეგო სქესისა უნდა იყოს. პროპორციული სიით ასარჩევ კანდიდატთა შორის მათი წილი საერთო ჯამში 42.5 პროცენტს შეადგენდა. ქალები მნიშვნელოვნლად არ მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიებში; შესამჩნევი იყო მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი, ძირითადად დედაქალაქში.

ეთნიკურ უმცირესობათა საკითხები

არ იყო ფართოდ ასახული საარჩევნო კამპანიაში და ეროვნული უმცირესობები, მათი მოსახლეობის რაოდენობის მიუხედავად, ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანსი უფლებების ოფისთან საუბრისას პროცესში მონაწილე რამდენიმე მხარემ განაცხადა, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ რამდენიმე კანდიდატზე განხორციელდა ზეწოლა კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით, რაც საფრთხის ქვეშ აყენებდა მათი არჩევნებში მონაწილეობის უფლებით განსაზღვრულ გარანტიებს.

კამპანიის დაფინანსება

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანსი უფლებათა ოფისისა (ოდირი) და „გრეკოს“(GRECO) მიერ კამპანიის დაფინანსების შესახებ მანამდე გაცემული არაერთი რეკომენდაცია კვლავაც არ არის გათვალისწინებული. საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და რესურსებს შორის თვალსაჩინო უთანაბრობა მხარეებს უთანასწორო საასპარეზო პირობებში აყენებდა.

მედია

მრავალფეროვანი მედიაგარემო ძალზედ პოლარიზებულ პოლიტიკურ კოტექსტს ასახავდა. მიუხედავად იმისა, რომ მედიის საკანონმდებლო ჩარჩო გამოხატვის თავისუფლებისთვის და მედიისთვის მყარ საფუძვლებს უზუნველყოფს, მედია გარემოს გაუარესება, რაც ბოლოდროს ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დაშნებისა და მუქარის შემთხვევებმა დაასევე ამ საქმეების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიების ნაკლებობამ გამოიწვია, მედიის უსაფრთხო და დაცულ გარემოში ფუნქციონირების შესაძლებლობების კუთხით შეშფოთების საფუძველს ქმნის.

ბოლოდროინდელი ცვლილებებით არ მოხდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მანამდე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც სამართლებრივი საფუძვლის გაფართოებასა და ყველა ტიპის საჩივრის დაჩქარებულ განხილვას შეეხებოდა. არჩევნების დღემდე საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში დაახლოებით 340 საჩივარი შევიდა, რომლებიც ღია სხდომებზე, კანონით დადგენილი მოთხოვნებით განიხილეს. მათგან 190 საჩივარი ოცდაათდღიან ვადას დაექვემდებარა და არჩევნების დღემდე არ განხილულა, რაც არ შეესაბამება სამართლიანი დაცვის ეფექტიან საშუალებებებს.

განხილული შემთხვევები უარყოფილი იყო დაუსაბუთებლობის გამო. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრებისას პროცესში მონაწილე მხარეებმა უნდობლობა გამოხატეს საარჩევნო კომისიების, სასამართლოებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების მიუკერძოებლად განხილვის მიმართ.

კენჭისყრის დღემ მშვიდად და მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტის რამდენიმე შემთხვევა

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათაოფისის დამკვირვებლებმა თავისი დაკვირვების არეალში მოქცეული საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში გახსნისა და ხმის მიცემის პროცედურები დადებითად შეაფასეს, თუმცა ანგარიშებში ასახულია ხალხმრავლობის შემთხვევები, რომლებიც COVID19-ის პანდემიის გავრცელების შესაკავებლად შემოღებული წესების დაცვას კიდევ უფრო ართულებდა, და ასევე საარჩევნო უბნების მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც არ უზუნველყოფდა ხმის ფარულობის დაცვას.

გარდა ამისა, ანგარიშებში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნებზე უწყვეტად იმყოფებოდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელები, რომლებიც მოქმედებდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და დროდადრო საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდნენ; ასევე, საარჩევნო უბნებს გარეთ პარტიის მხარდამჭერთა ყოფნა დამაშინებელ გარემოს ქმნიდა და შეშფოთების საფუძველს იძლეოდა, რადგან მსგავს ქმედებებს შესაძლოა, ზეგავლენა მოეხდინა ამომრჩვლების მიერ ხმის მიცემის პროცესზე.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა დაადამიანის უფლებათა ოფისის დამკვირვებლებმა ხმების დათვლის პროცესი გამჭვირვალედ შეაფასეს, მაგრამ ასევე აღნიშნეს, რომ დაკვირვების არეალში მოქცეული საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ოქმების შევსების დროს პროცედურულმა ხარვეზებმა და სირთულეებმა პროცესზე ზეგავლენა იქონია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფეთქებადსაშიში მაკომპრომეტირებელი მასალები“

არჩევნებამდე სამი კვირით ადრე მედიაში გამოჩნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფეთქებადსაშიში მაკომპრომეტირებელი მასალები, რომელთა თანახმადაც გამოაშკარავდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა სასულიერო პირების, დიპლომატების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა, ჟურნალისტებისა და სკოლისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა უკანონო მიყურადებას. ამ მასალების გამოქვეყნებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები მოჰყვა, რასაც თან ერთვოდა მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიმართ წამოყენებული ბრალდებები, იმის თაობაზე თუ ვინ იდგა სავარაუდო უკანონომიყურადებისა და მედიაში ინფორმაციის გაჟონვის უკან.

ბევრმა კანდიდატმა არჩევნების დღემდე მოხსნა კანდიდატურა.

რამდენიმე მათგანმა მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო ზეწოლა დაასახელა. საერთო ჯამში 14 პროპორციულ სიას რეგისტრაცია გააუქმდა და 617-ზე მეტმა საკრებულოს მაჟორიტარმა კანდიდატმა, რომელთა ერთი მესამედიც ქალია, არჩევნების წინ მოხსნა კანდიდატურა, ისევე როგორც 102 მაჟრიტარმა და სამმა მეორბის კანდიდატმა. ამან ზეგავლენა იქონია 19 პოლიტიკურ პარტიაზე. 36 არცერთი მათგანი არ ყოფილა მმართველი პარტიიდან.

საარჩევნო გარემო.

მმართველი პარტიის ბილბორდები და პლაკატები ყველაზე მეტად იყო გავრცელებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქალები კამპანიაში მნიშვნელოვნად არ იყვნენ წარმოდგენილი, გარდა რამდენიმე შესამჩნევი გამონაკლისისა, მეტწილად დედაქალაქში. საარჩევნო კამპანია მთლიანობაში მშვიდი იყო და ყველა კანდიდატმა, რომელთაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია შეხვდა, განაცხადა, რომ მათ კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის უმცირესობათა ენაზე; ამის მიუხედავად, ცალკეულ ინდივიდებს შორის ძალადობისა და სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ერთეული შემთხვევები ისევე, როგორც სოციალური ქსლებში გავრცელებული აგრესიული რიტორიკა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გაძლიერდა.

პოლიტიკური გარემო უკიდურესად პოლარიზებული, ხოლო დისკურსი აგრესიული და კონფრონტაციულია. კამპანია ხასიათდებოდა ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი საარჩევნო პრაქტიკის შესახებ გამოთქმული ურთიერთბრალდებებით; მმართველი პარტია ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შემდგომი არეულობის დაგეგმვასაც აბრალებდა.

19 აპრილის შეთანხმების შედეგად, მმართველ პარტიასთან მიმართებით წარმოქნილი 43 პროცენტიანი მხარდაჭერის ნიშნული დისკუსიის ძირითადი საკითხი იყო, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ხოლო ადგილობრივი საკითხები უფრო მეტად წარმოდგენილი იყო სასოფლო თემებში. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება დატოვა, ბევრი აღნიშნულ არჩევნებს მმართველი პარტიის მხარდაჭერის განმსაზღვრელ ეროვნულ რეფერენდუმად აღიქვამს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისკენ მიმავალ გზად მიიჩნევს.

არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას პროცესში მონაწილე ბევრმა მხარემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია, დაშინების ფაქტებზე შესაბამისი გამოძიება არ დაწყებულა.

კენჭისყრის დღე

საარჩევნო უბნები, რომლებსაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ, ძირითადად დროულად გაიხსნა გარდა რამდენიმე შემთხვევისა, რომლებშიც გახსნის პროცედურა გაჭიანურდა ძირითადად საორგანიზაციო საკითხების გამო.

არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა გახსნის პროცედურები 126-დან 117 შემთხვევაში დადებითად შეაფასეს და დაადგინეს, რომ გახსნის პროცედურები უმეტესწილად დაცული იყო, თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში, მიღებული ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიაში მყოფ პირთა რაოდენობა არასათანადოდ იყო ჩანიშნული.

ცენტრალური საარჩევნო კომისის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 51.9 პროცენტი იყო. საარჩევნო პროცესი დადებითად შეფასდა უბნების 96.2 პროცენტში. დამკვირვებლები სულ1,341 საარჩევნო უბანს დააკვირდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საარჩევნო პროცესი კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო და პროცედურები ზოგადად კარგად იყო დაცული, მათ ანგარიშებში ასევე აღრიცხეს, რომ საარჩევნო უბნების 17.2 პროცენტში შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა, უბნების 3.9 პროცენტში კი უბნის მოწყობის პრინციპი არ უზრუნველყოფდა ამომრჩევლის ხმის კონფიდენციალურობას. იმ საარჩევნო უბნების 3.1 პროცენტში, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მოინახულეს, ამომრჩევლები ამომრჩეველთა სიებში საკუთარ მონაცემებს ვერ პოულობდნენ.

დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომპარტიებისა და კანდიდატების და ასევე სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელი დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ადგილზე აკვირდებოდნენ დაკვირვების არეალში მოქცეული საარჩევნო უბნების 83.1 პროცენტში, თუმცა 7 პროცენტში, მათი დაკვირვებით, ისინი საარჩევნო პროცესში ერეოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელი ცვლილებებით აიკრძალა შეკრებები საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მათი დაკვირვების არეალში მოქცეული უბნების 21 პროცენტში უშუალოდ საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ადამიანთა ჯგუფები, აღრიცხვას აწარმოებდნენ, რაც შეშფოთების საფუძველს ქმნის, რადგან მსგავსი ქმდეგებები საფრთხეს უქმნის ამომრჩეველთა შესაძლებლობას, ხმა მისცენ ზეწოლის შიშის გარეშე.

საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით გაღებული ძალისხმევის მიუხედავად, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მათი დაკვირვების არეალში მოქცეული უბნების 59.6 პროცენტში უბნები არ იყო ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლისთვის.

დაკვირვების არეალში მოქცეულ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიების წევრთა უმეტესობას ქალები შეადგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელმა საკანონმდებლო ცვლილებებმა აკრძალა საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის პერიმეტში შეკრებები, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი უნების 21 პროცენტში გარეთ შეინიშნებოდა ცაკეულ პირთა დაჯგუფეფები, რაც დამაშინებელ გარემოს ქმნიდა;

8 პროცენტში აღინიშნა ამომრჩეველთააღიცხვა, რაც შეშფოთებას იწვევას ამომრჩეველთათვის მიერ ხმის ზეწოლის გარეშე მიცემის შესაძლებლობის შეზღუდვის გამო.

ასევე ანგარიშებში მოხვდა ძალადობის ცალკეული შემთხვევები. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ხმების დათვლის პროცესი უარყოფითად შეაფასეს დაკვირვების არეალში მოქცეული 116-დან 20 უბანში, რაც ძირითადად პროცედურული დარღვევები იყო გამოწვეული ან იმის გამო, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გაუჭირდათ საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსება.

საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები მისიის დამკვირვებელთა დაკვირვების არეალში მოქცეული თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესსდა დამკვირვებლებმა პროცესი საარჩევნო უბნების 98 პროცენტში დადებითად შეაფასეს.

პროცედურების უგულვებელყოფის შემთხვევებში დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: გამოუყენებელი ბიულეტენები არ გაბათილდა 19 საარჩევნო უბანში, 14 საარჩევნო უბანში საარჩევნო ყუთების გახსნის წინ არ მოხდა ხელმოწერების სათანადოდ აღრიცხვა, საკონტროლო ფურცლები სათანადოდ არ შემოწმდა და უსაფრთხოდ არ შეინახეს ოთხიდან ერთ შემთხვევაში. 16 საარჩევნო უბანში სამოქალაქო დამკვირვებლები ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ერეოდნენ ხმების დათვლის პროცესში.

3,200 საარჩევნო უბანს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის გასაზრდელად და გაყალბების ფაქტების აღმოსაჩენად ვიდეო კამერები გადაეცათ, თუმცა ამ ზომამ ხმების დათვლის პროცესი შეანელა.

კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 370 საჩივარი შევიდა. საუბნო საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა ტიპის პროცედურული დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესახებ. საჩივრები შეეხება სამოქალაქო დამკვირვებელთა მხრიდან ხელის შეშლის ფაქტებს, ამომრჩეველთა სიებსა და დათვლის პროცედურებს, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ვიდეო გადაღებას და ხელახალი გადათვლის მოთხოვნებს. მათგან, 250-ზე მეტ შემთხვევაში მოთხოვნილი იყო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, სხვა შემთხვევებში კი მოთხოვნილი იყო ადმინისტრაციული ოქმის გამოცემა, რომელიც ექვემდებარება სასამართლოს განხილვას.