ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია

ამერიკის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რუმინეთში ვიზიტისას განცხადა.

ოსტის თქმით, შავი ზღის აკვატორია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების კრიტიკული ნაწილია.

"შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების კავშირი და მათი თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს საკითხებია. როდესაც რუსეთი რეგიონის მილიტარიზებას ცდილობს, შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები. რეგიონში არსებობს რუსული აგრესიის საფრთხე და ამის მტკიცებულება საქართველოსა და უკრაინის ნაწილების გაგრძელებული ოკუპაციაა. ამასთან, პროვოკაციული ნაბიჯები და მილიტარიზების მცდელობაც შავი ზღვის რეგიონში აშკარად იგრძნობა.", - აცხადებს ოსტინი.

ლოიდ ოსტინი რუმინეთში ჩასვლამდე საქართველოსა და უკრაინაში იმყოფებოდა და მათი სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებებიც გააკეთა. რუმინეთის შემდეგ კი, ლოიდ ოსტინი ბრიუსელში ჩავიდა.