აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, „სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებამ რეგიონი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობის სივრცედ აქცია.“
„ზანგეზურის დერეფანი, რომლის განხორციელებაც ამჟამად აზერბაიჯანის ინიციატივით მიმდინარეობს, არამხოლოდ უზრუნველყოფს შეუფერხებელ კავშირს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, არამედ გააფართოებს ჩვენს პირდაპირ სახმელეთო სატრანსპორტო კავშირებს თურქეთთან; გაზრდის „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობას, ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავაჭრო და ლოგისტიკურ ურთიერთობებს და, უფრო ფართო გაგებით, წვლილს შეიტანს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენაში,“ — აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.