გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
"გულწრფელად ვულოცავ ჰელგა შმიდს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივნად დანიშვნას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოსთვის აქტუალური მიმართულებებით დაწინაურების ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება," - წერს პრემიერი.
გერმანელი დიპლომატი, ჰელგა შმიდი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) ახალი გენერალური მდივანი გახდა. შმიდი პირველი ქალია ორგანიზაციის ისტორიის მანძილზე, რომელიც ეუთოს გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს. ის 2011 წელს გენერალური მდივნის მოადგილე იყო.