"აშშ დაიცავს ტაივანს, თუ მას ჩინეთი დაესხმება თავს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ვაშინგტონი ვალდებულია, დაიცვას ტაივანი.
ტაივანის ხელისუფლება ჩინეთისგან მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხეზე ხშირად საუბრობს. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. პეკინში არაერთხელ განაცხადეს, რომ ტაივანის ძალის გამოყენებით დაბრუნებას არ გამორიცხავენ.
აღსანიშნავია, რომ აშშ ტაივანის დაცვის საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში ე.წ. სტრატეგიული გაურკვევლობის პოლიტიკას მიჰყვებოდა.
BBC-ის ცნობით,ბაიდენის აღნიშნული განცხადება ტაივანთან დაკავშირებით, აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებაზე მიანიშნებს.
ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია