საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს დენდიასს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საბერძნეთის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული არჩევანის გზაზე, საბერძნეთისგან ვიღებთ. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მომავალ ვიზიტზე, რომელიც საქართველოში ნოემბერში გაიმართება და იმ გეგმებზე, რომლებზეც ორი ქვეყანა სტრატეგიულად გააგრძელებს მუშაობას. საბერძნეთში საქართველოს ძალიან დიდი დიასპორა ცხოვრობს და ამ საკითხებსაც შევეხეთ. პოლიტიკურ ნაწილში, მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ მოგვესმინა საბერძნეთიდან“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.
კახა კუჭავა ათენში, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა.
ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერძენ კოლეგასთან გამართა.
საბერძნეთში იმყოფება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე, რომლის განცხადებითაც,დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები ათზე მეტი ქვეყნის პარლამენტის სპიკერთან და დელეგაციასთან.
„ვიზიტი ემსახურება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას და საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მეგობრული და თბილი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე“,- განაცხადა ლევან ქარუმიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ელჩი: მალე საქართველოს საბერძნეთიდან მაღალი თანამდებობის პირები ეწვევიან