ალეკ ბოლდუინი: სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გადმოსაცემად

ალეკ ბოლდუინი ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე კომენტარს აკეთებს.

„სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გადმოსაცემად ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. ჰალინა ჰატჩინსი მეუღლე, დედა და ღრმად დაფასებული კოლეგა იყო. სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. კონტაქტზე ვარ მის მეუღლესთან და ჩემს მხარდაჭერას ვთავაზობ მას და მის ოჯახს. გულგატეხილი ვარ“, - ნათქვამია ალეკ ბოლდუინის Twitter-ზე გათანვსებულ განცხადებაში.

BBC-ის ცნობით, ფილმის სარეკვიზიტო იარაღში ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდა. დაღუპული ოპერატორი ქალია. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო. გამომძიებლები არკვევენ, ვინ შეცვალა ყალბი ტყვიები ნამდვილი მასრებით.

ფილმის რეჟისორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ბოლდუინმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ ტყვიას ოპერატორი ემსხვერპლა