პრემიერის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი: საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის პერიოდი დასრულებულია

ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველი, ვაზილ ჰუდაკი აცხადებს, რომ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის პერიოდი დასრულებულია. ამის შესახებ მან Forbes Talks-თან ისაუბრა.

„ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო დასრულებულია. ამას ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში და რამდენად დიდია ადგილობრივი წინააღმდეგობა ამ ტიპის პროექტების მიმართ. პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობასა და ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში, განსაკუთრებით, მზისა და ქარის ენერგიების მიმართულებით. ამისთვის დაგვჭირდება სისტემური ბალანსის მიღწევა. დიდი პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული დღეს, ეხება ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებას საქართველოში, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული”, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.