ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროპაში გაზის კრიზისი რუსეთის მიერ არის „ორკესტრირებული“

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპაში გაზის კრიზისი რუსეთის მიერ არის „ორკესტრირებული“ და ენერგომომარაგებას შანტაჟისთვის იყენებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ AFP-ს განუცხადა.

„ჩვენ ვართ ხელოვნური კრიზისის მოწმენი, რომელსაც აქვს მკაფიო მიზანი - აიძულოს ევროპა, დათმოს თავისი ღირებულებები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ეს აგრესია ევროკავშირის წევრების კოორდინირებულ პასუხს მოითხოვს.

ზელენსკის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ უკრაინასთან რუსული შანტაჟის წინააღმდეგ საბრძოლველად.

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა მსგავსი შანტაჟი უკრაინის წინააღმდეგ.

„ახლა ევროპის ჯერია, გაეცნონ გაზის ომის კონცეფციას“, - დაამატა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამავე თემაზე

ენერგოკრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა