სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან გააკეთა კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი, რომელთა შორის ასევე არის აშშ-ის ელჩი. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისგან გადაწყვეტილებაში სიცხადის შეტანას და განმარტებებს ითხოვს. დეპარტამენტი ახლა დიპლომატიურ არხებს იყენებს, რომ ანკარისგან ვითარებაში გასარკვევად პასუხი მიიღოს.
„ჩვენ ვიცით ამ ცნობების შესახებ და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ვითხოვთ“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამეტის პრესსპიკერმა Europetime-ს.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრძანა, დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ეს ეხებათ ელჩებს, რომლებიც მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას. მაგალითად, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩები.
ამავე თემაზე