ბოლო 24 საათში საქართველოში მხოლოდ 1 877 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ 1 877-მა ადამიანმა გაიკეთა. ეს არის ვაქცინაციის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი რაც კი აქამდე დაფიქსირებულა.

სულ ქვეყანაში 1 950 693 დოზა აცრა გაკეთდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757 საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 549 ინფიცირებული, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 ადამიანი.

41 569 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს გსაცხოვრებელ ბინაში გადის.

ჯანმოს ხელმძღვანელი: პანდემია შორს არის დასრულებისგან