ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვაქცინაციის მარათონი წარმატებულია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის მარათონს წარმატებულს უწოდებს.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ის ჯგუფი აიცრა, რომელიც, როგორც გამოიკვეთა, თავისი ინიციატივით ნამდვილად არ აიცრებოდა.

„ჩვენ გავზარდეთ როგორც ხელმისაწვდომობა, ასევე ინფორმაციის მიწოდება ყოველი სახლის კარამდე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს არამხოლოდ იმ 50 სოფელში, რომელიც ამ ეტაპზე იყო ამორჩეული. 3 000-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა და ჩვენ დიდი სოფლები ამოვარჩიეთ. ჩვენ შემდეგ ეტაპზე უნდა გადავინაცვლოთ შედარებით მცირე ზომის სოფლებში, სადაც ასევე ჩავატარებთ მსგასვსი ტიპის მარათონებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. დღეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1 877. მანამდე კი 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი - 2265 იყო.

ამავე თემაზე:

ბოლო 10 დღეში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 6 837 იყო