ბოლო 10 დღეში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 6 837 იყო

22 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 938 274 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 020 110 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.9 %. სრულად ვაქცინირებულია 917 638 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.1%

21 ოქტომბერს აიცრა 5 309 ადამიანი.

20 ოქტომბერს აიცრა 5 194 ადამიანი. 19 ოქტომბერს - 5 543,

18 ოქტომბერს - 6 203, 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი - 2265 დაფიქსირდა.

16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843.

13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.

ვაქცინაციის მაჩვენებლის კლება სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო, მანამდე აცრის ყოველდღიური რაოდენობა 30 000-ს აღწევდა.

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, 21 ოქტომბერს, კახეთში 100 წლის ქალი აიცრა.

შეგახენებთ, Astrazeneca-ს ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. პირველი ნოემბრიდან, იმ ადამიანებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ამ ვაქცინის პირველი დოზა, ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინით Pfizeri-ით, Sinopharm-ით ან Sinovac-ით ვაქცინაცია შეეძლებათ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი, 40 გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

რატომ იკლო ვაქცინაციის მაჩვენებელმა საქართველოში