გიორგი გახარია: NATO-სთან აქტიურ თანამშრომლობას განვაგრძობთ

„NATO-სთან აქტიურ თანამშრომლობას განვაგრძობთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია Twitter-ზე წერს.

„ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ მხარდამხარ იბრძვიან, საერთაშორისო უსაფრთოების უზრუნველსაყოფად. მადლიერი ვართ ჩვენი მამაცი ჯარისკაცების, რომლებიც ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობენ“, - წერს გიორგი გახარია.

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაშიგუშინ გაემგზავრა.