მოლდოვამ ენერგოკრიზისის ფონზე გაზი პოლონეთისგან შეისყიდა

მოლდოვამ პოლონეთიდან ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით, 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ტენდერით შეისყიდა. ამის შესახებ Reuters-ი მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„განხორციელდა საცდელი შესყიდვა ალტერნატიული წყაროებიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობის შესამოწმებლად და ბუნებრივი გაზის მიწოდების სისტემაში დაბალი წნევის დასაბალანსებლად“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მოლდოვამ ენერგეტიკის სექტორში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო და რუსულ „გაზპრომთან“ ახალი ენერგეტიკული გარიგების არარსებობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ქვეყნის პრემიერი აცხადებდა, რომ მოლდოვა ცდილობს, დეფიციტის შესავსებად გაზი შეიძინოს რუმინეთიდან და უკრაინიდან, ვიდრე შეძლებენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას მისაღებ ფასზე.

„ჩვენ გვსურს, ხელი მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას მოლდოვის მოსახლეობისთვის კარგი პირობებით“, - განაცხადა სპინუმ.

კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში მოლდოვას 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა.