აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ტაივანის გაეროს სისტემაში მონაწილეობას.
როგორც ენტონი ბლინკენი აცხადებს, ტაივანის გარიცხვა ძირს უთხრის გაეროსა და მასთან დაკავშირებულ ორგანოების მნიშვნელოვან მუშაობას.
„ტაივანი დემოკრატიული წარმატების ისტორია გახდა. ტაივანის მოდელი მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და კანონის უზენაესობას - ღირებულებებს, რომელიც გაეროს ღირებულებებს შეესაბამება. ტაივანი მნიშვნელოვანია გლობალური მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისთვის და მოგზაურობის, კულტურისა და განათლების ჰაბია. ჩვენ გაეროს იმ მრავალ წევრ ქვეყანას შორის ვართ, რომლებიც ტაივანს განიხილავენ, როგორც ღირებულ პარტნიორსა და სანდო მეგობარს. ამიტომაც გაეროს ყველა წევრ ქვეყანას მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ გაეროს სისტემასა და საერთაშორისო საზოგადოებაში ტაივანის მნიშვნელოვანი მონაწილეობის მხარდასაჭერად, „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის შესაბამისად“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ტაივანის ხელისუფლება ჩინეთისგან მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხეზე ხშირად საუბრობს. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. პეკინში არაერთხელ განაცხადეს, რომ ტაივანის ძალის გამოყენებით დაბრუნებას არ გამორიცხავენ.
1971 წელს, გაერომ ჩინეთის ერთადერთ წარმომადგენლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარა და ტაივანი ორგანიზაციიდან გარიცხა.
ჯო ბაიდენი: თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება, აშშ დაიცავს მას