31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისები აღდგება

კონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ეარ ევროპასა“ და „იბერიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა.

მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

"ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ევროპულ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ გვქონდეს ახალი ევროპული პირდაპირი მიმართულებით რეისები. მიმდინარეობს დაწყებითი ფორმის მოლაპარაკება იმისთვის, რომ გვქონდეს პირდაპირი რეისი თბილისი-მადრიდის მიმართულებით. პირდაპირი მიმართულებები არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მეტი ტურისტული ნაკადების ევროპიდან შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში,“ - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

ესპანეთში, ბარსელონაში მსოფლიო ტურიზმის სამიტი იმართება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენენ.