ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არჩევნების შემდგომ არსებულ სიტუაციას განიხილავს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სიტუაციას განიხილავს,- ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საბჭო შეაფასებს უახლეს საერთაშორისო მოვლენებს, მათ შორის, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას, თურქეთთან დაკავშირებულ საკითხებს, ვენესუელის საპარლამენტო არჩევნებს და ადამიანის უფლებებს.

საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.