„ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში აქცია გამართა

„ნაციონალურმა მოძრაობამ" პატიმრობაში მყოფი ექსრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გამართა. შეკრებილებს ადგილზე მოწყობილი სცენიდან მიმართეს პარტიის ლიდერებმა და ასევე ზუგდიდში მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ანზორ მელიამ.

„30 ოქტომბერს, მოდით, მათი ნუ შეგეშინდებათ, ზეწოლას უარი, ყველა ერთად დავდგეთ, თქვენს ხმებს ჩემი გუნდი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დაიცავს. მინდა საქართველო გამარჯვებული, გაბრწყინებული ვნახო. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. როგორც ექიმი ანზორ მელიას ტელეფონი მუდმივად ჩართულია, ისე იქნება ჩემი, როგორც მერის ტელეფონი ჩართული“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ამავე აქციაზე სიტყვით გამოვიდა საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვეგი ერთვება.

ინფორმაცია ექსპრეზიდენტის Faceboo გვერდზე გავრცელდა.

ჯონ სენდვიჯი 2013-2014 წლებში ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

თეა წულუკიანმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს „ქართული ოცნების“ აქციიდან მიმართა