საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროპარლამენტიდან ახალი დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა. მედიამ ელჩს არჩევნების მეორე ტურზე დაუსვა შეკითხვა.
„არჩევნებამდე ორი დღით ადრე არ გავაკეთებ რაიმე შეფასებას, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან მოხარული ვიყავი, ამ დილით მიმეღო ახალი დელეგაცია ევროპარლამენტიდან ლატვიელი ევროპარლამენტარის, ქალბატონ ვაიდერეს ხელმძღვანელობით. დღეს და ხვალ ისინი გამართავენ შეხვედრებს, დააკვირდებიან არჩევნების პროცესს არჩევნების დღეს, რის შემდეგაც კვირას მონაწილეობას მიიღებენ საერთო შეფასებაში ოდირთან ერთად“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩის თქმით, დელეგაციის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს შეხვედრები.
ამავე თემაზე: