"ძალიან პოზიტიური სიგნალები მოვიდა სომხეთიდან" - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
ჩავუშოღლუს განმარტებით, სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზე, თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს.
"თურქეთის პრეზიდენტის აზერბაიჯანში ბოლო ვიზიტისას, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხიც განვიხილეთ“, - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ზანგეზურის დერეფნის გზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს