2021 წელს გაცემული 7 425 სამშენებლო ნებართვიდან, ყველაზე მეტი ნებართვა გაიცა მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7 425 სამშენებლო ნებართვა. 5371,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

საქსტატის ცნობით, ნებართვების აღნიშნული სტატისტიკა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5 პროცენტით მეტია. სამშენებლო ფართობის სტატისტიკა კი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36,9 პროცენტით მეტი.

როგორც საქსტატში განმარტავენ, ნებართვების 73,7 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,0 პროცენტი თბილისზე, 9,3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 8,5 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი თბილისზე, 12.7 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 11,1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, ხოლო 11.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

საქსტატის ინფორმაციით, სულ, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიიღეს 1 155.4 ათასი კვ.მ ფართობის 1708 ობიექტი.