სექტემბერში ბენზინი 44%-ით გაძვირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

სექტემბრის თვეში, ბენზინი 44%-ით გაძვირდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის სექტემბრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, გაზრდილია დიზელიც ფასიც და წინა წლის სექტემბერთან შედარებით 37%-ით გაძვირდა. ბენზინის და დიზელის ფასების ზრდის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა. ფასების ზრდის მთავარ ფაქტორად ნავთობის გაძვირება სახელდება.

"მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2020 წლის სექტემბერთან შედარებით ბენზინი - 44.0 პროცენტით, ხოლო დიზელი 37.0 პროცენტით გაძვირდა, რითაც საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პპ-ს გაუტოლდა. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 9.2 პროცენტით გაძვირდა (0.7 პპ წვლილი ინფლაციაში), ხოლო სიგარეტის გაძვირების წვლილმა ინფლაციაში 0.2 პპ შეადგინა", - წერია სებ-ის ანგარიშში.

მიმდინარე წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3% შეადგინა. წლის განმავლობაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 15.9%-ით, საცხოვრებელის, წყლის, ელ.ენერგიის, აირის ჯგუფში 11.8%-იანი მატებაა, ჯანდაცვა ჯამში 9.2 პროცენტით გაძვირდა, სატრანსპორტო სექტორში კი ფასები 20.3%-ით გაიზარდა.

2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა 12,3%-ს მიაღწია