ირაკლი ღარიბაშვილი მის გუშინდელ განცხადებაზე: უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „თვითმკვლელობის ნაცვლად, შიმშილობის თქმა სურდა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფი და რეანიმობილი.

„ყველა დაკავებულის, პატიმრის უფლებაა შიმშილობის უფლება. მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს, პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას. უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა.

„ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, ვიზრუნოთ პატიმარ სააკაშვილის და ბუნებრივია, ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე. იგი ვერ იქნება გამონაკლისი.

რაც შეეხება ჩემს ნათქვამს, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, გუშინ მე ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიციაზე კანონმდებლობაში. ამაზე მქონდა საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე და შესაძლოა, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

რა თქმა უნდა, ყველა დაკავებულის, პატიმრის უფლებაა შიმშილობის უფლება. მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს, პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას. მე უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში.

ამავე თემაზე:

პრემიერი სააკაშვილის შიმშილობაზე: კანონის თანახმად, ადამიანს თავის მოკვლის უფლება აქვს