ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში ამ დროის მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ.
რუსთავში, 88 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 25 საარჩევნო უბანი. მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.
მას 54,654%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს - 45,346% აქვს.
ქუთაისში, 124 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის 26 საარჩევნო უბანია დათვლილი.
„ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი - 52,516%„ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს - 47, 484%.
ფოთში 33 უბნიდან ამ დროისთის დათვლილია 11 უბანი, რომლის შედეგების მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძეს 59,173%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიგი უგულავას - 40,827%.
ბათუმში, 105 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 13 უბანი. ამ მონაცემებით კი ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი - 52,824%-ით. გიორგი კირთაძე - 47,176%.
ზუგდიდი მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია ლიდერობს. ცესკოს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა წოწერიას 52.506 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიას - 47.494 პროცენტი.
109 უბნიდან დათვლილია 22 (20.183%) უბანი.
ამავე თემაზე:
ცესკოს პირველადი შედეგებით, კახა კალაძე ლიდერობს