დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით, გიგანტი კომპანიები 15%-ით დაიბეგრებიან

დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით, გიგანტი კომპანიები 15%-ით დაიბეგრებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებმა რომში გამართლ სამიტზე მიიღეს.

სამიტს ესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.

როგორც სამიტის მონაწილეები განმარტავენ, დიდი 20-ეულის მიერ დამტკიცებული შეთანხმება უზრუნველყოფს ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა გადაიხადონ მეტი გადასახადები და არ გაექცნენ მათ ოფშორებში გადასვლით.

აღნიშნული საგადასახადო ინოვაცია, აშშ-ის მიერ იყო ინიცირებული.შეთანხმება, სავარაუდოდ, 2023 წლისთვის შევა ძალაში.

აშშ-ის ხაზინის მდივნის ჯანეტ იელენის განცხადებით, დიდი ოცეულის ახალი შეთანხმება ისტორიული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის. მისი პოზიციით, შეთანხმების შედეგად ისარგებლებს ამერიკული ბიზნესი და ზოგადად რიგითი მუშაკები, თუმცა ამერიკულ მეგაკომპანიებს მეტი გადასახადის გადახდა მოუწევთ.

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (ОЭСР) შეფასებით, ახალი საგადასახადო ვალდებულებით, ტრანსნაციონალური კორპორაციებისგან გადახდილი გადასახადის რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი იქნება.

ოქტომბერში 136 ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას გლობალური კორპორაციების მინიმალური დაბეგვრის შესახებ, მათ შორის ისეთი ინტერნეტ-გიგანტების, როგორიცაა Google, Amazon-ი, Facebook-ი, Microsoft-ი და Apple. მათთვის აღნიშნული შეთანხმებით რთული იქნება გადასახადებისგან თავის არიდება ისეთი ოფისების გახსნით, რომლებიც წესდების თანახმად მცირე თანხებით იბეგრებიან.

დიდი ოცეულის წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა,რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.