ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ იონსონის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ოპოზიციის მიერ მოგებული ნებისმიერი მუნიციპალიტეტი იზოლაციაში აღმოჩნდებოდა ეს შეფასდა, როგორც ოპოზიციის ამომრჩევლების დაშინების მცდელობა.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დროს შეინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება.
როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელში.
„აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, რომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო. მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებით, ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით. კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომასალებში. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ადგილი ჰქონდა ინციდენტებს, მათ შორის დაპირისპირებებს პარტიის ოფისებს გარეთ და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს.
არჩევნების მეორე ტურის დროს მედიაგარემო კვლავ პოლარიზებული იყო.კერძო მფლობელობაში არსებული მაუწყებლები მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს, უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას ან პირიქით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მმართველ პარტიას", - განაცხადა იონსონმა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდა კამპანიას, კერძო ტელევიზიების მხრიდან კი, აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმი.
„ოდირის მისიამ მედიის მონიტორინგი დაიწყო 4 სექტემბერს, შვიდი ქართველი მონიტორით, რომლებიც მუშაობდნენ კვირაში ექვსი დღის განმავლობაში მისიის ოფისებში არსებული აღჭურვილობის გამოყენებით. მეორე ტურის დროს მედიაგარემო კვლავ პოლარიზებული იყო. კერძო მფლობელობაში არსებული ეროვნული მაუწყებლები ან მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს ან უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას, ან პირიქით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მმართველ პარტიას. მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებლები, პირველი არხი და აჭარა ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდნენ კამპანიას, კერძო ტელევიზიების მხრიდან აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმი, რაც აშკარად იყო მიმხრობა ერთი ან მეორე პოზიციისადმი. გაშუქება ძირითადად გამოიხატებოდა ურთიერთშეტევაში და ურთიერთბრალდებებში პარტიებსა და კანდიდატებს შორის. ნაკლებად შუქდებოდა ზოგადად პოლიტიკის საკითხები ან ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, რაც ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას. ზოგიერთი ტელევიზია შეეცადა დებატების ორგანიზებას მეორე ტურში, მაგრამ ასეთი დებატები არ შემდგარა, რადგან მონაწილეებს ამის სურვილი არ გამოუვლენიათ“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა პრესკონფერენციაზე.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც 30 ოქტომბერს მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო საჭირო.
მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ.
30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 49.9% შეადგინ