ზურაბ ჯაფარიძე: „გირჩი„ გაიშალა, ბევრი „გირჩი“ იქნება

„გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი „გირჩი“ იქნება“, - ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პოლიტიკური გაერთიანების შესაძლო დაშლაზე შეკითხვას.

„2008 წელს ოპიზიცია რომ დაიშალა, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ოპოზიცია კი არ დაიშალა, გაიშალა. ასე რომ, ჩათვალეთ, გირჩი კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი გირჩი იქნება“, - განუცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და სანდრო რაქვიაშვილთან გამიჯვნის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა.