ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციას 6 ნოემბერს გამართავს. ინფორმაციას აქციის თარიღთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართულ აქციაზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ, რომელმაც კვირას, 7 ნომებერს შეკრება დააანონსა.
„გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს, მაგრამ ეს აქცია, ეს დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან ბევრი თვალსაზრისით", - განაცხადა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე.
ამავე თემაზე:
ელენე ხოშტარია: აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს