„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მმართველ გუნდთან გამართულ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს პოზიტიური და საქმიანი უწოდა.
„ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. არის საკითხები სადაც ხდება საკითხების დაახლოება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის. დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე, პატიმრების საკითხებზე და ა.შ. ყველა თანხმდება, რომ ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო ქვეყანაში და არის საკითხები, რომლებზეც გაგრძელდება მსჯელობა, არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით, მაგალითად რიგგარეშე არჩევნები ეს არის პატიმრების საკითხი. თუმცა შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ამ სამუშაოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.
შეხვედრის წინ, ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა გასაჯაროვდა. პუნქტებს შორისაა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პლებისციტი.